ავტორიზაცია

ფოტო: უკრაინის ფეხბურთის ასოციაცია ესპანური კომპანიისგან ზენიტის ახალ ფორმასთან დაკავშირებით განმარტებას ითხოვს

ფოტო: უკრაინის ფეხბურთის ასოციაცია ესპანური კომპანიისგან ზენიტის ახალ ფორმასთან დაკავშირებით განმარტებას ითხოვს
თარიღი 04 Mar 2023, 14:19
უკრაინის ფეხბურთის ასოციაციამ (UAF) ესპანური კომპანია Joma "ზენიტის" ახალ ფორმაზე კომპანიის ლოგოს დატანის გამო პასუხი მოსთხოვა.

უკმაყოფილება გამოწვეულია იმით, რომ პეტერბურგული კლუბის მაისურს რუსეთის პრემიერ ლიგის მატჩებში Joma-ს ლოგო აქვს დატანილი და ამავდროულად უკრაინის საფეხბურთო ნაკრების ტექნიკური სპონსორია.

„ამ კუთხით, UAF Marketing-მა გაუგზავნა თხოვნა Joma-ს სათაო ოფისს ამ სიტუაციის შესახებ ახსნა-განმარტების მოთხოვნით“, - ნათქვამია UAF-ს განცხადებაში .