იუვენტუსი მზადაა დი მარიას კონტრაქტი გაუხანგრძლივოს

ატგენტინელი ნახევარმცველი ანხელ დი მარია შესაძლოა მომავალ სეზონში "იუვენტუსში" დარჩეს.
La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ტურინული კლუბი მზად არის 35 წლის არგენტინელს ახალი კონტრაქტი შესთავაზოს.
მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ დი მარიას ოჯახს ტურინში დარჩენა სურს.
ანხელ დი მარიამ "იუვენტუსის" შემადგენლობაში 22 მატჩი ჩაატარა, შვიდი გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა.
ანხელ დი მარიამ "იუვენტუსის" შემადგენლობაში 22 მატჩი ჩაატარა, შვიდი გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა.