ავტორიზაცია

ფენომენალური მატჩი! როგორი შეფასება მიიღო მიქაუტაძემ დღევანდელ შეხვედრაში?

ფენომენალური მატჩი! როგორი შეფასება მიიღო მიქაუტაძემ დღევანდელ შეხვედრაში?
თარიღი 05 მარ 2023, 00:00
საფრანგეთის ლიგა 2-ის 26-ე ტურში "მეცი" სტუმრად "ანესის" დაუპირისპირდა.

მატჩი "მეცის" დამაჯერებელი გამარჯვებით 3:0 დასრულდა. შეხვედრის გმირი სწორედ 22 წლის ფორვარდი გახლდათ, რომელმაც დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემაც მიითვალა.

ქართველმა 27-ე წუთზე "მეცი" დააწინაურა, 50-ე წუთზე უკვე მაზიზს გაატანინა. 83-ე წუთზე მიქაუტაძემ მეტოქე მცველებს თავბრუ დაახვია და ბრწყინვალე გოლი შეაგდო.

ტრადიციულად Sofscore-მ ფეხბურთელებს შეფასებები დაუწერა. ორივე გუნდში საუკეთესო მიქაუტაძე გახდა, რომელის თამაშიც 8.9 ბალით შეფასდა.



ქართველი თავდამსხმელს საფრანგეთის ლიგა 2-ის 25 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად ლიდერობს.