ავტორიზაცია

სპალეტი ლაციოს გოლის ეპიზოდზე: "კვარამ კარგად ითამაშა, თანაგუნდელების დახმარება სურდა"

სპალეტი ლაციოს გოლის ეპიზოდზე: "კვარამ კარგად ითამაშა, თანაგუნდელების დახმარება სურდა"
თარიღი 05 მარ 2023, 01:13
როგორც მოგეხსენებათ, "ნაპოლი" სერია A-ს 25-ე ტურში საკუთარ მოედანზე რომის "ლაციოსთან" დამარცხდა (0:1).

მატჩის ერთადერთი გოლი მატიას ვესინომ გაიტანა, რომელმაც კარში საჯარიმოს გარედან მას შემდეგ დაარტყა, რაც ხვიჩა კვარაცხელიას თავით ბურთი მოიგერიამ

ნეაპოლური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ Radio Kiss Kiss Napoli-სთან გოლის ეპიზოდზე ისაუბრა.

"კვარამ კარგად ითამაშა, რადგან ბურთი იმ ზონაში იყო, უკან დაიწია, რადგან თანაგუნდელების დახმარება სურდა.

შემდეგ ვესინომ დაარტყა და ის ნაპრალი იპოვა, სადაც შეიძლებოდა გოლი გასულიყო,  იმ სანტიმეტრის პოვნა მხოლოდ მისნაირ ძლიერ ფეხბურთელებს შეუძლიათ. ",- თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, რომ "ნაპოლი" სერია A-ს 65 ქულით ლიდერობს.