კილიან მბაპე პსჟ-ს ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია

24 წლის ფრანგი ვარსკვლავი კილიან მბაპე 24 წლის ასაკში "პსჟ"-ს ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
მბაპემ "ნანტთან" მოგებულ შეხვედრაში (4-2) მეოთხე გოლი გაიტანა.
კილიანმა გუნდის შემადგენლობაში 201 გოლი გაიტანა და ედინსონ კავანის გაუსწრო. აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელი "პსჟ"-ში 2017 წლიდან თამაშობს.
მომავალ კვირას, პარიზელები უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე სტუმრად "ბაიერნს" დაუპირისპირდებიან.
მომავალ კვირას, პარიზელები უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე სტუმრად "ბაიერნს" დაუპირისპირდებიან.