ავტორიზაცია

ანჩელოტი: "შეუძლებელია ყველა მატჩში საუკეთესო იყო, ბენზემაზე არ ვნერვიულობ"

ანჩელოტი: "შეუძლებელია ყველა მატჩში საუკეთესო იყო, ბენზემაზე არ ვნერვიულობ"
თარიღი 05 მარ 2023, 11:25
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ თავისი გუნდის თავდამსხმელი კარიმ ბენზემა დაიცვა.

„ყოველ მატჩში საუკეთესო ფორმაში ყოფნა შეუძლებელია. კარიმზე არ ვდარდობ, რადგან ვხედავ, რომ კარგ ფიზიკურ ფორმაშია. ის ნამდვილად უკეთესია, ვიდრე სეზონის პირველ ნაწილში იყო.

მადრიდის რეალი კარგად თამაშობს შეტევაში, ჩვენ ვართ ყველაზე პროდუქტიული გუნდი ლა ლიგაში. ბენზემას ცუდი სერია ჰქონდა, მაგრამ მეტი არაფერი, კლუბს გოლების პრობლემა არ აქვს, ლივერპულს ხუთი გავუტანეთ. “, - განაცხადა ანჩელოტიმ.

35 წლის ფრანგმა მიმდინარე სეზონში მადრიდის "რეალის" მაისურით 26 მატჩი ჩაატარა, 18 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.