ავტორიზაცია

დიეგო სიმეონემ მადრიდის ატლეტიკოს ისტორიაში საუკეთესო მაჩვნებელი დააფიქსირა

დიეგო სიმეონემ მადრიდის ატლეტიკოს ისტორიაში საუკეთესო მაჩვნებელი დააფიქსირა
თარიღი 05 მარ 2023, 11:37
დიეგო სიმეონემ მადრიდის "ატლეტიკოს" მწვრთნელის რანგში ჩატარებული მატჩების მხრივ რეკორდი დაამყარა.

ლა ლიგის 24-ე ტურის თამაში "სევილიასთან" 613-ე იყო 52 წლის არგენტინელი სპეციალისტისთვის მადრიდული კლუბის სათავეში.

აქამდე რეკორდი ლუის არაგონესს ეკუთვნოდა (612).

დიეგო სიმეონე მადრიდის "ატლეტიკოს" 2011 წლიდან ხელმძღვანელობს, გუნდთან ერთად ორჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, ასევე ორჯერ მოიგო ევროპა ლიგა და უეფას სუპერთასი, ერთხელ კი ესპანეთის თასი და სუპერთასი.