ავტორიზაცია

კასანო: "ეს ფეხბურთელი მახასიათებლით კვარაცხელიას ჰგავს"

კასანო: "ეს ფეხბურთელი მახასიათებლით კვარაცხელიას ჰგავს"
თარიღი 05 მარ 2023, 16:30
ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე ბელგიური "ბრიუგეს" ნორვეგიელ ტალანტზე ანტონიო ნუსაზე ისაუბრა.

"ბარის" ყოფილმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ ნორვეგიელი ფეხბურთელი მახასიათებლებით ხვიჩა კვარაცხელიას ჰგავს.

"მინდა ბეიუგეს სუპერ ნიჭიერ ფეხბურთელზე ვისაუბრო. მისი სახელია ანტონიო ნუსა, 2005 წელს დაბადებული ფეხბურთელი აპრილში 18 წლის ხდება, ის ფენომენალურია.

მე მინდა იტალიურ გუნდებს ერთი რამ ვუთხრა. მე არ უნდა გეუბნებოდეთ ასეთი მოთამაშეების შესახებ, თქვენ უნდა მუშაობდეთ და დაუყონებრივ დაიმატოთ მსგავსი ფეხბურთელები.

მოკლე დროში მათი სატრანაფერო ფასი იზრდება და ინგლისურ და გერმანულ გუნდებს მიჰყავთ. 2 წლის წინ ვსაუბრობდი ჰლოზეკზე, ვინ წაიყვანა? ლევერკუზენმა რადგან იტალიაში გვძინავს.

გამონაკლისი მხოლოდ ჯუნტოლია, რომელმაც კვარაცხელიას ტრანსფერით სასწაული მოახდინა. ნუსა მახასიათებლით სწორედ ქართველს ჰგავს. ",- თქვა კასანომ.