ავტორიზაცია

კილიან მბაპე: "202-ე, 203-ე და 204-ე გოლები ბაიერნისთვის შევინახე? რა თქმა უნდა, მეტიც!"

კილიან მბაპე: "202-ე, 203-ე და 204-ე გოლები ბაიერნისთვის შევინახე? რა თქმა უნდა, მეტიც!"
თარიღი 06 მარ 2023, 12:42
"პსჟ"-ს ფორვარდმა კილიან მბაპემ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის განმეორებითი მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. 

"ამ გუნდში ისტორიის დასაწერად ვთამაშობ, ამაზე ყოველთვის ვსაუბრობდი. მუშაობა ჯერ არ დასრულებულა, რადგან არა მხოლოდ ინდივიდუალური, არამედ გუნდური მიღწევები მაინტერესებს. 

202-ე, 203-ე და 204-ე გოლები ბაიერნისთვის შევინახე? რა თქმა უნდა, მეტიც! პსჟ-მ თავდაჯერება დაიბრუნა, მიუნხენში სრულად დამუხტულები ჩავალთ. ," - თქვა მბაპემ.

მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში "ბაიერნმა" "პსჟ" 1:0 დაამარცხა. საპასუხო მატჩი 8 მარტს მიუნჰენში გაიმართება.