ლუის სუარესი: "2016 წელს როდესაც რონალდუს ოქროს ბუცისთვის ვებრძოდი, ნეიმარი და ლეო ძალიან დამეხმარნენ"
"ბარსელონას" ყოფილმა ფორვარდმა ლუის სუარესმა კატალონიურ გუნდში ნეიმართან და ლიონელ მესისთან ერთად გამოსვლის პერიოდი გაიხსენა.
"2016 წელს როდესაც რონალდუს ოქროს ბუცისთვის ვებრძოდი, ნეიმარი და ლეო ძალიან დამეხმარნენ.
"2016 წელს როდესაც რონალდუს ოქროს ბუცისთვის ვებრძოდი, ნეიმარი და ლეო ძალიან დამეხმარნენ.
პენალტების დარტყმის უფლებას მაძლევდნენ, ბევრი საგოლე გადაცემაც მომცეს, რომ რაც შეიძლება მეტი გოლი გამეტანა. ისინი დამეხმარნენ ამ პრიზის მოგებაში.
ეს დასტურია იმისა, რომ სამ ვარსკვლავს შეუძლია გუნდში ერთმანეთთან შეგუება და გუნდისთვის სარგებლის მოტანა. “, - თქვა სუარესმა.
შეგახსენებთ, რომ 2015/2016 წლების სეზონში სუარესმა 40 გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ 2015/2016 წლების სეზონში სუარესმა 40 გოლი გაიტანა.