ავტორიზაცია

გვარდიოლა: "ჩემპიონთა ლიგა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პრემიერ ლიგის მოგება"

გვარდიოლა: "ჩემპიონთა ლიგა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პრემიერ ლიგის მოგება"
თარიღი 06 მარ 2023, 14:12
მანჩესტერ "სიტის" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ გაამხილა, რომელია მისთვის უფრო მნიშვნელოვანი - ჩემპიონთა ლიგა თუ ინგლისის პრემიერ ლიგა.

„მას შემდეგ, რაც მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის კვალიფიკაციას მივაღწევთ, მე წავალ ქალაქის საუკეთესო რესტორანში და შევუკვეთავ საუკეთესო ვახშამს. ეს ტურნირი არის საუკეთესო, რაც შეგვიძლია მივცეთ კლუბს.

ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ტრიუმფი პრემიერ ლიგაში. “, - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.

პრემიერ ლიგაში მანჩესტერ "სიტი" მეორე ადგილზეა და ლიდერ "არსენალს" ხუთი ქულით ჩამორჩება. 

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში "ქალაქელებმა" "ლაიფციგთან" ფრედ ითამაშეს (1:1).