ლაპორტის სიტის დატოვება და ლა ლიგის გრანდში გადასვლა სურს
ესპანელ მცველ აიმერიკ ლაპორტს კლუბის შეცვლა სურს.
28 წლის ფეხბურთელს იმედი აქვს, რომ ზაფხულში მანჩესტერ "სიტის" დატოვებს. Mundo Deportivo-ს ცნობით, ლაპორტის "ბარსელონაში" გადასვლა სურს.
წყაროს ცნობით, ფეხბურთელის გარემოცვა უკვე დაუკავშირდა კატალონიური კლუბის წარმომადგენლებს.
ამასთან, "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელს, ხავის, გუნდში აიმერიკ ლაპორტის ხილვა სურს.
ამასთან, "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელს, ხავის, გუნდში აიმერიკ ლაპორტის ხილვა სურს.