ტენ ჰაგი კატასტროფული მარცხის შემდეგ, მანჩესტერ იუნაიტედის ბაზაზე დილის 7 საათზე მივიდა
კვირას, მანჩესტერ "იუნაიტედმა" პრემიერ ლიგის მატჩში "ლივერპულთან" მძიმე მარცხი განიცადა - 0:7.
ორშაბათს "წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი დილის 7 საათზე "წითელი ეშმაკების" ბაზაზე მივიდა. ამის შესახებ Manchester Evening News-ი იტყობინება.
ფეხბურთელები ვარჯიშზე დილის 9 საათზე მივიდნენ. რა თქმა უნდა, ტენ ჰაგმა გუნდს ბოლო მატჩის სერიოზული ანალიზი გააკეთა.
მომდევნო მატჩს მანჩესტერ "იუნაიტედი" ხუთშაბათს, 9 მარტს გამართავს. ერიკ ტენ ჰაგის გუნდი "ოლდ ტრაფორდზე" ევროპის ლიგის 1/8 ფინალის პირველ მატჩში "ბეტისს" უმასპინძლებს.
მომდევნო მატჩს მანჩესტერ "იუნაიტედი" ხუთშაბათს, 9 მარტს გამართავს. ერიკ ტენ ჰაგის გუნდი "ოლდ ტრაფორდზე" ევროპის ლიგის 1/8 ფინალის პირველ მატჩში "ბეტისს" უმასპინძლებს.