ავტორიზაცია

ვიქტორ ოსიმენი: "კვარა ბრწყინვალე ბიჭია, მას მომდევნო წლებში ოქროს ბურთის მოგება შეუძლია"

ვიქტორ ოსიმენი: "კვარა ბრწყინვალე ბიჭია, მას მომდევნო წლებში ოქროს ბურთის მოგება შეუძლია"
თარიღი 06 მარ 2023, 20:55
"ნაპოლის" ნიგერიელმა ფორვარდმა ვიქტორ ოსიმენმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

ოსიმენმა ქართველი გარემარბი ძალიან დადებითად დაახასიათა. როგორც მან თქვა, კვარაცხელიას ოქროს ბურთის მოგების პოტენციალი გააჩნია.

"კვარა ბრწყინვალე ბიჭია. მასზე ასე ვფიქრობდი თავიდანვე. ის გუნდში ყველას გვიყვარს, არა მხოლოდ იმიტომ, რასაც მოედანზე აკეთებს, არამედ მის მიღმაც. 

მჯერა, რომ მას მომდევნო წლებში ოქროს ბურთის მოგება შეუძლია. იმედი მაქვს, რომ ნაპოლის დიდებას მოუტანს. ჩვენს შორის დიდი ურთიერთგაგებაა. ",- განაცხადა ოსიმენმა.