ავტორიზაცია

0:7 განადგურების შემდეგ, ტენ ჰაგმა ფეხბურთელებს გასახდელში ჩუმად ჯდომა და ლივერპულის ფანების ზეიმის მოსმენა აიძულა

0:7 განადგურების შემდეგ, ტენ ჰაგმა ფეხბურთელებს გასახდელში ჩუმად ჯდომა და ლივერპულის ფანების ზეიმის მოსმენა აიძულა
თარიღი 07 Mar 2023, 12:51
ცნობილი გახდა, როგორ დასაჯა ერიკ ტენ ჰაგმა „მან იუნაიტედის" ფეხბურთელები „ლივერპულთან" ენფილდზე განადგურების შემდეგ.

The Mirror-ის ინფორმაციით, ჰოლანდიელმა მწვრთნელმა ფეხბურთელებს გასახდელში ჩუმად ჯდომა და „ლივერპულის" ქომაგების სიხარულის და აღნიშვნების მოსმენა აიძულა. ბოლოს კი დაუყოლა, რომ ეს მარცხი მოტივაციად გამოიყენონ და აღარასდროს მოუვიდეთ მსგავსი მტკივნეული მარცხი.

ამის შემდეგ, ტენ ჰაგმა ფეხბურთელები ინდივიდუალურად გააკრიტიკა. მან უთხრა, რომ გაუმართლათ, რომ მანჩესტერში კლუბის ავტობუსით ბრუნდებიან და არა გაბრაზებულ ქომაგებთან ერთად, რომლებმაც ფული გადაიხადეს იმაში, რომ ენახათ თავიანთი საყვარელი გუნდის მოთამაშეების ასეთი უთავმოყვარეო თამაში.

მეორე დღეს ტენ ჰაგი კლუბის ბაზაზე დილის 7 საათზე გამოცხადდა. მისი შტაბი და ფეხბურთელები კი 9 საათზე მივიდნენ. 

„როგორც ჩანს, ტენ ჰაგი ძალიან გაბრაზებული იყო და ყველას უთხრა, რომ 21-წლამდელთა გუნდში გაუშვებს, თუ მსგავსი რამ კიდევ განმეორდება." 

ამ ყველაფერთან ერთად, ნიდერლანდელმა ფეხბურთელებს უთხრა, რომ თითოეულ მათგანს სპორტულ ფსიქოლოგთან დამატებითი კურსების გავლა მოუწევს:

„ტენ ჰაგს არ სურს, რომ ფეხბურთელები წინა სეზონის წარუმატებლობებს დაუბრუნდნენ. ამიტომ, მას უნდა, რომ ისინი სპორტულ ფსიქოლოგთან უფრო მეტად მუშაობდნენ." - დაამატა კლუბთან დაახლოვებულმა პირმა.