ავტორიზაცია

"ფორვარდია და ფაქტობრივად მცველს თამაშობს", - სქოულზმა იუნაიტედის შემტევი გააკრიტიკა

"ფორვარდია და ფაქტობრივად მცველს თამაშობს", - სქოულზმა იუნაიტედის შემტევი გააკრიტიკა
თარიღი 07 მარ 2023, 12:56
„მან იუნაიტედის" ლეგენდა პოლ სქოულზი მიიჩნევს, რომ ნიდერლანდელი ფორვარდი ვაუტ ვეგჰორსტი, რომელიც გუნდში იჯარით თამაშობს, გაცემულ ავანსებს ვერ ამართლებს.

„ემიუმ" ვეგჰორსტი იანვარში „ბარნლიდან" სეზონის ბოლომდე ინათხოვრა.

„ჩვენ ვლაპარაკობთ ათი ნომრის პოზიციაზე ან ცენტრფორვარდზე, ის კი, რეალურად, მცველს თამაშობს. უბურთოდ დარბის, მთელ მოედანს ფარავს და ყველას მოსწონს მასთან თამაში, რადგან ის ბევრს მოძრაობს.

თუმცა, მას არ აქვს საკმარისი ოსტატობა, რომ „მან იუნაიტედში" ითამაშოს.", - აღნიშნა სქოულზმა.