ავტორიზაცია

პსჟ მზადაა მბაპე გაყიდოს, მაგრამ კოლოსალური თანხის სანაცვლოდ

პსჟ მზადაა მბაპე გაყიდოს, მაგრამ კოლოსალური თანხის სანაცვლოდ
თარიღი 07 მარ 2023, 13:44
"პსჟ" მზადაა განიხილოს შემოთავაზებები ვარსკვლავი თავდამსხმელის კილიან მბაპეს ტრანსფერზე. 

როგორც პორტალი Goal.com-ის იტყობინება, პარიზში გადაწყვიტეს რა თანხა უნდა მიიღონ 24 წლის თავდამსხმელის გაყიდვით.

წყაროს ცნობით, საფრანგეთის ჩემპიონი მზადაა მბაპე 200 მილიონ ევროდ გაყიდოს.

მანამდე თავდამსხმელის მიმართ მადრიდის "რეალისა" და "ლივერპულის" ინტერესის შესახებ არაერთგზის დაიწერა.

კილიანი პარიზულ გუნდში 2018 წლიდან თამაშობს. ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტი კლუბთან 2024/2025 წლების სეზონის ბოლომდეა გათვლილი.

ამ სეზონში თავდამსხმელმა ლიგა 1-ში 22 მატჩი ჩაატარა, 18 გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.