ავტორიზაცია

ჰაკიმის დედა გაუპატიურების ბრალდებაზე: "მან დაიფიცა, რომ უდანაშაულო იყო"

ჰაკიმის დედა გაუპატიურების ბრალდებაზე: "მან დაიფიცა, რომ უდანაშაულო იყო"
თარიღი 07 Mar 2023, 14:47
"პსჟ"-ს მცველის აშრაფ ჰაკიმის დედამ საიდა მოჰმა, კომენტარი გააკეთა შვილის მიერ გოგონას გაუპატიურების ბრალდებებზე.

„ჩემი გული ამბობს, რომ ჩემი შვილი უდანაშაულოა. ის ძალიან კარგად არის აღზრდილი. მე მას ველაპარაკე და დამარწმუნა, რომ უდანაშაულო იყო. დაიფიცა. აშრაფი არ იმსახურებს იმას, რაც მის გარშემო ახლა ხდება. “, - თქვა მაროკოელის დედამ.

მარტის დასაწყისში 24 წლის მაროკოელს ოფიციალურად წაუყენეს ბრალი გოგონას გაუპატიურებაში. ფეხბურთელის ადვოკატმა განაცხადა, რომ კლუბი მხარს უჭერს ჰაკიმის და დარწმუნებულია მის უდანაშაულობაში.

მაროკოელმა ფლანგის მცველმა მიმდინარე სეზონში "პსჟ"-ში 31 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა გააკეთა.