მილანის თავდამსხმელმა ჟირუმ შესაძლოა ტოტენჰემთან საპასუხო მატჩი გამოტოვოს

"მილანის" თავდამსხმელმა ოლივიე ჟირუმ შესაძლოა "ტოტენჰემთან" ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩი გამოტოვოს. ამის შესახებ Goal იტყობინება.
წყაროს ცნობით, 36 წლის ფრანგს სიცხე აქვს. ტოტენჰემი-მილანის მატჩი ხვალ, 8 მარტს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ამ დაპირისპირების პირველი შეხვედრა "როსონერის" გამარჯვებით (1:0) დასრულდა.
მიმდინარე სეზონში ჟირომ "მილანის" მაისურით 32 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.