ავტორიზაცია

ბენატია: "ალეგრი ჩემს მიმართ არაკეთილსინდისიერი იყო"

ბენატია: "ალეგრი ჩემს მიმართ არაკეთილსინდისიერი იყო"
თარიღი 07 Mar 2023, 13:56
ტურინის "იუვენტუსის" ყოფილი ფეხბურთელი მეჰდი ბენატია მის პერიოდში კლუბში არსებული ვითარების საუბრობს. 

მისი თქმით, ალეგრი მასთან არაკეთილსინდისიერად იქცეოდა, როცა ბენატია "ბებერ ქალბატონში" თამაშობდა - 2016 წლიდან 2019 წლამდე.

"მე მას ყოველთვის პატივს ვცემდი და ის ჩემთან მიმართებაში ყოველთვის გულწრფელი და სწორი არ იყო. თუ არ გჯერათ, ჰკითხეთ კიელინის, ბარძალის ან ბონუჩის, მათ ეს იციან. 

მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, მასაც და იუვენტუსსაც ვუსურვებ ყველაფერს საუკეთესოს. “, - ციტირებს ბენატიას სიტყვებს იტალიური საინფორმაციო სააგენტო ITASportPress-ი.