ავტორიზაცია

დე ხეა მზადაა იუნაიტედში დასარჩენად ხელფასი დაიკლოს

დე ხეა მზადაა იუნაიტედში დასარჩენად ხელფასი დაიკლოს
თარიღი 07 Mar 2023, 13:51
ესპანელი მეკარე დავიდ დე ხეა მანჩესტერ "იუნაიტედის" ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

Tuttomercatoweb-მა შეიტყო, რომ 32 წლის მეკარე მზადაა ოლდ ტრაფორდზე დარჩენისთვის ხელფასი შეუმცირდეს.

მოსალოდნელია, რომ მხარეები შრომით ხელშეკრულებას ერთი სეზონით გაახანგრძლივებენ. დე ხეას მოქმედი კონტრაქტი წითელ ეშმაკებთან ზაფხულში ეწურება. 

ინგლისის პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 32 წლის მეკარემ 25 მატჩი ჩაატარა.