ავტორიზაცია

მესი: "მიუნხენში ბაიერნის დამარცხება რთულია, ყველაფერს დეტალები გადაწყვეტს"

მესი: "მიუნხენში ბაიერნის დამარცხება რთულია, ყველაფერს დეტალები გადაწყვეტს"
თარიღი 07 მარ 2023, 15:21
"პსჟ"-ს თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ "ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩის მოლოდინებზე ისაუბრა.

"ჩვენ ვიბრძვით ტიტულისთვის. ვეცდებით, ყველაფერი გავაკეთოთ და ბაიერნთან დაპირისპირებაში სიტუაცია მოვატრიალოთ, რათა წინ წავიწიოთ. 

ეს არის საერთო მიზანი. მნიშვნელოვანია თამაშზე ამ შემართებით მისვლა მნიშვნელოვანია. მიუნხენში ძალიან თანაბარი თამაში გველოდება, ძალიან რთული, როგორც პირველი. 

ყველაფერს წვრილმანები გადაწყვეტს, რადგან ალიანს არენაზე გამარჯვება რთულია. მაგრამ თუ ყველაფერს სწორად გავაკეთებთ, შეგვიძლია  გავიმარჯვოთ. ჩვენ გვინდა გავაგრძელოთ ჩვენი მოგზაურობა ჩემპიონთა ლიგაზე და ვეცდებით ამის გაკეთებას. “, - განაცხადა მესიმ.