ავტორიზაცია

მბაპე: "გამოვარდნის შემდეგ, ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი რამ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი"

მბაპე: "გამოვარდნის შემდეგ, ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი რამ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი"
თარიღი 09 Mar 2023, 13:12
„ბაიერნთან" წაგების და ლიგის მერვედფინალიდან მორიგი გამოვარდნის შემდეგ, კილიან მბაპეს საკუთარ მომავალზე ჰკითხეს.

„იმოქმედებს თუ არა ეს გავარდნა ჩემს მომავალზე? არა. არა, მშვიდად ვარ - ერთადერთი რამ, რაც ახლა ჩემთვის მნიშვნელოვანია - ლიგა 1-ს მოგებაა. შემდეგ კი, ვნახოთ.

ამ მომენტისთვის მე მხოლოდ ამჟამინდელ სეზონზე ვფიქრობ, სხვა არაფერს აზრი არ აქვს. იმედგაცრუებულები ვართ.", - ციტირებს მბაპეს სიტყვებს ფაბრიციო რომანო.

„პსჟ-ში" მბაპე თავის მეექვსე სეზონს ატარებს, ერთხელ გუნდი ფინალში გავიდა, ერთხელ ნახევარფინალში, 4-ჯერ კი ასპარეზს მერვედფინალიდან გამოეთიშა.