ავტორიზაცია

დონარუმა: "ვნანობ თუ არა, რომ მილანიდან პსჟ-ში წასვლის გადაწყვეტილება მივიღე?"

დონარუმა: "ვნანობ თუ არა, რომ მილანიდან პსჟ-ში წასვლის გადაწყვეტილება მივიღე?"
თარიღი 09 Mar 2023, 13:15
„ბაიერნთან" წაგების და ზედიზედ მეორედ ჩემპიონთა ლიგიდან მერვედფინალში გამოვარდნის შემდეგ, „პსჟ-ს" გოლკიპერმა, ჯანლუიჯი დონარუმამ, პრესასთან ისაუბრა.

„იმედგაცრუებულები და გაბრაზებულები ვართ - ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა ძალიან სამწუხაროა.

ვნანობ თუ არა „პსჟ-ში" გადმოსვლას? არა და არასდროს მინანია. „მილანის" გამო მოხარული ვარ, მაგრამ „პსჟ-ში" ყოფნა მეამაყება." - აღნიშნა იტალიელმა გოლკიპერმა.

„მილანი" დონარუმამ ორი წლის წინ დატოვა და „პსჟ-ში" უფასოდ გადაბარგდა. გუშინ, „როსონერი" 11-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად ლიგის მეოთხედფინალში გავიდა.