ავტორიზაცია

ჩემპიონთა ლიგის მოგების გარეშე, პსჟ-ზე მეტი მატჩი ამ ტურნირზე მხოლოდ ერთ გუნდს აქვს ჩატარებული

ჩემპიონთა ლიგის მოგების გარეშე, პსჟ-ზე მეტი მატჩი ამ ტურნირზე მხოლოდ ერთ გუნდს აქვს ჩატარებული
თარიღი 09 მარ 2023, 13:35
„პარი სენ-ჟერმენი" - ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი გუნდია იმათ შორის, ვისაც ეს ტურნირი არასდროს არ მოუგია.

გუშინ, პარიზული გუნდი „ბაიერნთან" 0:2 დამარცხდა, ორი მატჩის ჯამში 0:3 დათმო და ტურნირს ზედიზედ მეორედ მერვედფინალიდან გამოეთიშა.

საინტერესოა, რომ „პსჟ-სთვის" ეს 137-ე მატჩი იყო ჩემპიონთა ლიგაზე, რაც მეორე საუკეთესო შედეგია იმ გუნდებს შორის, ვისაც ეს ტურნირი არასდროს არ მოუგიათ.

ამაზე მეტი მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე, მისი მოგების გარეშე, მხოლოდ „არსენალს" აქვს ჩატარებული - 177.