მესიმ და მბაპემ 3-3 ქულა მიიღეს, მათზე ცუდი შეფასება კი - პსჟ-ს მხოლოდ ერთ მოთამაშეს ერგო
ფრანგულმა გამოცემა L'Equipe-მ „ბაიერნთან" მატჩის შემდეგ „პსჟ-ს" ლიდერებს დაბალი შეფასებები დაუწერა.
ყველაზე დაბალი შეფასება ნახევარმცველ მარკო ვერატის ერგო, 10-ბალიანი სისტემით 2 ქულა.
ფორვარდებმა კილიან მბაპემ და ლეო მესიმ 3-3 ქულა მიიღეს. „მათ აჩვენეს ზედმეტად ცოტა და ზედმეტად ცუდები იყვნენ ასეთი მნიშვნელობის მატჩისთვის.. მბაპემ ვერ მოგვცა ის ცეცხლი, რომელსაც მისგან ველოდით.", - წერია შეფასებაში.
4 ქულა მიიღო აშრაფ ჰაკიმიმ, 5 კი - ნახევარმცველმა ფაბიან რუისმა.
6-6 ქულა ერგოთ ჯანლუიჯი დონარუმას, სერხიო რამოსს და დანილო პერეირას. თუმცა საუკეთესო შეფასება ნუნო მენდეშს ერგო, რომლის თამაშიც 7 ქულად შეფასდა.