უპამეკანო: "სრულ მზადყოფნაში ვიყავით, მაგრამ პარიზმა პრობლემები ვერ შეგვიქმნა"
„ბაიერნის" მცველმა, დაიო უპამეკანომ, „პსჟ-სთან" გამარჯვება და მეოთხედფინალში გასვლა შეაფასა.
„არამგონია, რომ პარიზელებს ჩვენთვის რაიმე პრობლემა შეექმნათ. ვიცოდით, რომ ორივე გუნდისთვის რთული იქნებოდა.
კილიან მბაპეს წინააღმდეგ ბევრჯერ მაქვს ნათამაშები და ახლაც მისი ჩაკეტვა ვცადე - ძალიან რთული იყო. თუმცა, ვიცოდიტ, რომ თავისუფალი სივრცეების კარგად გადაკეტვა იყო საჭირო.
დღეს გუნდური თამაში ვაჩვენეთ. მწვრთნელი გვაფრთხილებდა, რომ მაქსიმალურ მზადყოფნაში უნდა ვყოფილიყავით და ვიყავით კიდეც.", - აღნიშნა ფრანგმა მცველმა.