მბაპე: "ვთქვი, რომ მაქსიმუმის ჩვენებას ვაპირებდით, ეს არის ჩვენი მაქსიმუმი"
კილიან მბაპემ მაქსიმუმი უწოდა იმას, რაც მისმა გუნდმა „ბაიერნთან" მერვედფინალურ დაპირისპირებაში აჩვენა.
გუშინ „პსჟ" „ბაიერნთან" სტუმრად 0:2 დამარცხდა, ორი მატჩის ჯამში დაპირისპირება 0:3 დათმო და ტურნირს გამოეთიშა.
„როგორც მატჩის წინ, პრესკონფერენციაზე ვთქვი, ჩვენ მაქსიმუმის ჩვენებას ვაპირებდით. ეს არის ჩვენი მაქსიმუმი, რაც სიმართლეა.
წინსვლა უნდა გავაგრძელოთ. დიდებულ გუნდთან დავმარცხდით იმ დროს, როცა ჩემპიონთა ლიგის მოგებას ვცდილობდით.", - აღნიშნა კილიანმა.