"სიტის ფანი ვარ და ეს ამბავი დიდად არ მწყენია", - პელეგრინი ლივერპულის მიერ იუნაიტედის განადგურებაზე

„სიტის“ ექს-მწვრთნელი მანუელ პელეგრინი, „ლივერპული“ 7:0 „მან იუნაიტედის“ შედეგმა დიდად არ გაანაწყენა.
„ეს რაღაც საოცარი იყო. პირველ 45 წუთს ვუყურე, იმიტომ რომ „რეალთან“ გვქონდა მატჩი, ასე რომ მეორე ტაიმი და 6 გასული გოლი არ მინახავს.
რა თქმა უნდა, მაშინვე მივხვდი, რა ამბები იქნებოდა „მან იუნაიტედში“. კლუბებს შორის ისტორიული დაპირისპირების გათვალისწინებით, ეს კლუბისთვის ადვილი მოსანელებელი არ იქნება.
თუმცა მე „მან სიტის“ ქომაგი ვარ, ამიტომ დიდად ეს ამბავი არ მწყენია.“, - აღნიშნა „ბეტისის“ ჩილელმა სპეციალისტმა.