ავტორიზაცია

"არ თამაშობს ისე, როგორც ველოდით", - სალიჰამიჯიჩმა კანსელოს მცირე სათამაშო დროის მიზეზი დაასახელა

"არ თამაშობს ისე, როგორც ველოდით", - სალიჰამიჯიჩმა კანსელოს მცირე სათამაშო დროის მიზეზი დაასახელა
თარიღი 11 მარ 2023, 11:16
„ბაიერნის" სპორტულმა დირექტორმა, ჰასან სალიჰამიჯიჩმა, ჟოაო კანსელოს მცირე სათამაშო დროის მიზეზი დაასახელა.

პორტუგალიელი მიუნხენურ კლუბს „სიტიდან" იანვარში იჯარით შეუერთდა, რადგან ინგლისურ გუნდში არასაკმარისი სათამაშო დრო ეძლეოდა, თუმცა ბოლო პერიოდში „ბაიერნშიც" ამოვარდა სასტარტოდან, რაც მის უკმაყოფილებას იწვევს.

„ბოლო პერიოდში ის არც ვარჯიშობს და არც თამაშობს ისე, როგორც ამას ჩვენ ველოდით.

ჟოაო ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდება, მასთან მუდმივ კონტაქტზე ვართ. ის გამორჩეული ფეხბურთელია, რომელიც მომავალში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.", - აღნიშნა სალიჰამიჯიჩმა.

სეზონის ბოლოს „ბაიერნს" კანსელოს გამოსყიდვა 70 მლნ ევროდ შეეძლება, თუმცა როგორც იწერება, კლუბში უკვე გადაწყვიტეს, რომ ამას არ გააკეთებენ.