ავტორიზაცია

მბაპე მთავარ ვარსკვლავად დარჩება, მესის დარჩენა ეჭვქვეშ დგას - პსჟ-ს სატრანსფერო გეგმები ახალი სეზონისთვის ცნობილია

მბაპე მთავარ ვარსკვლავად დარჩება, მესის დარჩენა ეჭვქვეშ დგას - პსჟ-ს სატრანსფერო გეგმები ახალი სეზონისთვის ცნობილია
თარიღი 11 Mar 2023, 18:32
კილიან მბაპე მომდევნო სეზონში „პსჟ-ს“ მთავარ ფეხბურთელად დარჩება.

Le Parisien-ის ინფორმაციით, 24 წლის ფორვარდი მომდევნო სეოზნში კვლავ პროექტის მთავარი ვარსკვლავი იქნება.

რაც შეეხება სხვა ფეხბურთელებს - მარკო ვერატის, მარკინიოსის, ნუნო მენდეშის, ჯანლუიჯი დონარუმას და აშრაფ ჰაკიმის მომავალი ეჭვქვეშ პრაქტიკულად არ დგას. ასევე, გუნდში დარჩება დანილუ პერეირაც.

ფეხბურთელები, რომლებიც გუნდს ამ სეზონის წინ შეუერთდნენ - ფაბიან რუისი, ვიტინია, რენატო სანჩესი, ნორდი მუკიელე და უგო ეკიტიკე, დიდი ალბათობით გუნდში ასევე დარჩებიან. გარდა ამისა, გუნდს მილან შკრინიარი „ინტერიდან“ შეუერთდება.

ჯერჯერობით კლუბი არ არის დარწმუნებული, რომ ლეო მესი კონტრაქტს გაახანგრძლივებს, თუმცა კლუბს ამის გაკეთება ძალიან სურს. სერხიო რამოსის მომავალი სეზონის ბოლოს გადაწყდება - კრისტოფ გალტიე ესპანელი მცველის თამაშით კმაყოფილია.

რაც შეეხება ნეიმარს, ბრაზილიელს კლუბში დარჩენა სურს, მაგრამ პარიზელები მისი წასვლის წინააღმდეგნი არ არიან.

„პსჟ“ იმედოვნებს, რომ ზაფხულში ბევრი ფეხბურთელის გაშვებას მოახერხებს. მაგალითად, მაურო იკარდის, ლაივინ კურზავას, იულიან დრაქსლერს, ჯორჯინიო ვეინალდუმს, ხუან ბერნატს და კარლოს სოლერს.