ავტორიზაცია

მადრიდის რეალი ბრაზილიელი ნახევარმცველის ტრანსფერით ინტერესდება

მადრიდის რეალი ბრაზილიელი ნახევარმცველის  ტრანსფერით ინტერესდება
თარიღი 12 მარ 2023, 12:23
"ნიუკასლის" ერთ-ერთმა ლიდერმა ბრუნო გიმარაეშმა შესაძლოა სეზონის ბოლოს ინგლისის პრემიერ ლიგა დატოვოს. 

ბრაზილიელ ფეხბურთელს კარიერის ესპანეთის ჩემპიონატში გაგრძელების ვარიანტი აქვს.

The Telegraph-ის ცნობით, სამხრეთ ამერიკელის შეძენით მადრიდის "რეალი" ინტერესდება. 

25 წლის ფეხბურთელის კონტრაქტი "კაჭაკებთან" 2026 წლის ზაფხულამდეა გათვლილი და 60 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

გიმარაეშმა მიმდინარე სეზონში ინგლისის პრემიერ ლიგაში 18 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.