გულამი კვარაცხელიას ტრანსფერზე: "ჯუნტოლიმ მითხრა, რომ მან ფენომენალური ქართველი ნახა, მაგრამ ის ძალიან ძვირი ღირდა"
ფრანგული "ანჟერის" მცველმა ფაუზი გულამმა, რომელიც ადრე "ნაპოლიში" გამოდიოდა, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
"კრისტიანო ჯუნტოლიმ 2021 წლის ოქტომბერში მითხრა, რომ მან ფენომენალური ქართველი ნახა, მაგრამ ის ძალიან ძვირი ღირდა, ამიტომ მის შესაძენად ფასის დაკლება იყო საჭირო.
იტალიის ჩემპიონატში თავის დამკვიდრება ნამდვილად ძალიან რთულია, ამიტომ სპალეტიც უნდა შევაქოთ, რომელმაც მოახერხა კვარაცხელიას სათამაშო მექანიზმში ჩართვა და ნდობა გამოუცხადა. “, - თქვა ალჟირელმა ფეხბურთელმა.
ალჟირელმა დეტალურად გაიხსენა კვარაცხელიას ნეაპოლში ტრანსფერამდე განვითარებული მოვლენები.
"კრისტიანო ჯუნტოლიმ 2021 წლის ოქტომბერში მითხრა, რომ მან ფენომენალური ქართველი ნახა, მაგრამ ის ძალიან ძვირი ღირდა, ამიტომ მის შესაძენად ფასის დაკლება იყო საჭირო.
კვარაზე სლოვაკეთის ნაკრების ამჟამინდელი მწვრთნელის, ფრანჩესკო კალცონას რეკომენდაციაც იყო, რომელიც იმ დროს სპალეტის ასისტენტი გახლდათ და კვარაცხელიას თვალს თვეების განმავლობაში ადევნებდა.