ავტორიზაცია

ვან ბასტენი გოლის მომენტზე: "უყურებ კადრს და ამბობ შეუძლებელია ეს სიმართლე იყოს"

ვან ბასტენი გოლის მომენტზე:  "უყურებ კადრს და ამბობ შეუძლებელია ეს სიმართლე იყოს"
თარიღი 12 მარ 2023, 13:05
იტალიის ჩემპიონატში გამართული მატჩი “ნაპოლისა” და “ატალანტას” შორის მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

ნეაპოლელთა ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ მორიგი შედევრი შემოგვთავაზა და საოცარი გოლი გაიტანა.

მატჩის შემდეგ ლეგენდალურმა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა მარკო ვან ბასტენმა ქართველის გოლზე ისაუბრა.

"უყურებ კადრს, სადაც ერთი ფეხბურთელი 8-ის წინააღმდეგ იბრძვის და ამბობ, შეუძლებელია ეს სიმართლე იყოს, შეუძლებელია აქ გოლი გავიდეს. ",- თქვა ვან ბასტენმა.