ავტორიზაცია

კონტე: "ტოტენჰემისთვის ოთხეულში გასვლა პრემიერ ლიგის მოგების ტოლფასი იქნება"

კონტე: "ტოტენჰემისთვის ოთხეულში გასვლა პრემიერ ლიგის მოგების ტოლფასი იქნება"
თარიღი 12 მარ 2023, 12:32
"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ინგლისის პრემიერ ლიგაში თავისი გუნდის მდგომარეობაზე ისაუბრა.

"ჩვენთვის ტოპ 4-ში მოხვედრა პრემიერ ლიგის მოგებას ჰგავს. ეს მოხდა გასულ სეზონში, როცა ამას სასწაული ვუწოდე.

მიმდინარე კამპანია გაცილებით რთული იქნება, რადგან რბოლაში მეტი გუნდი მონაწილეობს. ახლა მხოლოდ ერთი ადგილია ხელმისაწვდომი. “, - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

27 ტურის შემდეგ "ტოტენჰემმა" 49 ქულა დააგროვა და პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა.