მუქარამ მესის არგენტინაში დაბრუნება გადააფიქრებინა?
"პსჟ"-ს ფორვარდს, ლიონელ მესის, კარიერის რაღაც მომენტში "ნიუელს ოლდ ბოიზში" გაგრძელება სურდა. თუმცა, ბევრი არგენტინელის ოცნება, რომ მესი სამშობლოში ნახონ, შესაძლოა არ ახდეს.
შეგახსენებთ, რომ როსარიოში კრიმინალებმა ცოტა ხნის წინ ცეცხლი გაუხსნეს მაღაზიას, რომელიც ლიონელ მესის ნათესავებს ეკუთვნის.
The Athletic-ის ცნობით, როსარიოში სროლის ამბავმა ლიონელს შესაძლოა "ნიუელს ოლდ ბოისში" გადასვლა გადააფიქრებინოს.
შეგახსენებთ, რომ როსარიოში კრიმინალებმა ცოტა ხნის წინ ცეცხლი გაუხსნეს მაღაზიას, რომელიც ლიონელ მესის ნათესავებს ეკუთვნის.
დანაშაულის ადგილზე მათ იპოვეს ჩანაწერი, რომელშიც მესის მიმართ აშკარა მუქარას ასახავს.