მარსელოს პრეზენტაციას ბრაზილიაში 35 ათასი ადამიანი დაესწრო
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ლეგენდარულმა მარცხენა მცველმა მარსელომ გუნდი შეიცვალა.
„რეალის“ ექს-ფეხბურთელმა „ოლიმპიაკოსთან“ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა. თუმცა, უგუნდოდ დიდხანს ყოფნა მაინც არ მოუწია.
ბერძნული გუნდიდან წამოსვლიდან მალევე, ფეხბურთელმა შეთანხმებას თავის მშობლიურ „ფლამენგოსთან“ მიაღწია, რომელშიც კარიერის პირველ ნაბიჯებს დგამდა.
სამშობლოში მარსელო დღემდე ძალიან უყვართ - იმდენად, რომ ფეხბურთელის პრეზენტაციას „ფლამენგოს“ სტადიონზე 35 ათასი ადამიანი დაესწრო.