ავტორიზაცია

ნაპოლიმ ვიქტორ ოსიმენის პოტენციური შემცვლელი იპოვა

ნაპოლიმ ვიქტორ ოსიმენის პოტენციური შემცვლელი იპოვა
თარიღი 13 Mar 2023, 02:14
"ატალანტას" თავდამსხმელი ადემოლა ლუკმანი შესაძლოა "ნაპოლიში" გადავიდეს.

ამ დროისთვის "ნაპოლის" შეტევი ვიქტორ ოსიმენი იტალიის ჩემოიონატის ბომბარდირთა დავას 19 გოლით თავდაჯერებულად ლიდერობს, ხოლო მესამე ადგილზე მყოფ ლუკმანს 12 გოლი აქვს. 

Goal-ის ცნობით, ნაპოლის შეუძლია ერთი ნიგერიელი მეორეთი ჩაანაცვლოს: ოსიმენის შეძენით ინგლისის პრემიერ ლიგის ტოპ კლუბები ინტერესდებიან და ზაფხულში თავდამსხმელის შენარჩუნება, გაუჭირდება. 

სწორედ 25 წლის ლუკმანი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე შესაფერის კანდიდატად ნეაპოლში თავისი თანამემამულის მემკვიდრის როლისთვის.