ანტონიო კონტე სერია A-ში ბრუნდება?
ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ შესაძლოა ნისლიანი ალბიონი დატოვოს და იტალიის ჩემპიონატში დაბრინდეს, ამის შესახებ იუწყება Gazzetta dello Sport-ი.
წყაროს ცნობით, სპეციალისტის მომსახურებით სერია A-ს ორი წამყვანი კლუბი დაინტერესდა, საუბარია ტურინის "იუვენტუსზე" და მილანის "ინტერზე".

აღსანიშნავია, რომ ანტონიო უკვე ორივე კლუბში მუშაობდა.
კონტე ლონდონურ გუნდს 2021 წლის ნოემბრიდან ხელმძღვანელობს. მხარეებს შორის არსებული კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.
27 ტურის შემდეგ "სპურსმა" 48 ქულა დააგროვა და პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა.