ავტორიზაცია

ლივერპულმა ფირმინოს შემცვლელი იპოვა

ლივერპულმა ფირმინოს შემცვლელი იპოვა
თარიღი 13 Mar 2023, 11:51
"ლივერპული" ბრაზილიელი რობერტო ფირმინოს გუნდიდან გარდაუვალი წასვლის ფონზე ახალ ფორვარდს ეძებს.

სამხრეთამერიკელი "მერსისაიდელებს" სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

Calciomercato-ს ცნობით, კლოპის გუნდი სერბეთისა და "იუვენტუსის" თავდამსხმელის, დუშან ვლაჰოვიჩის შეძენით ინტერესდება. "ლივერპული" 23 წლის ფეხბურთელის შეძენას ზაფხულში შეეცდება.

თავდამსხმელის სატრანსფერო ღირებულება 80 მილიონ ევროდ არის შეფასებული. დუშანის კონტრაქტი "ბებერ ქალბატონთან" 2026 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

ვლაჰოვიჩმა მიმდინარე სეზონში ტურინულ გუნდში 26 მატჩი ჩაატარა, ათი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა.