ავტორიზაცია

ჩელსი მზად არის სამი ფეხბურთელი გაყიდოს

ჩელსი მზად არის სამი ფეხბურთელი გაყიდოს
თარიღი 13 Mar 2023, 14:56
ლონდონის "ჩელსი" მზად არის რამდენიმე ფეხბურთელი გაყიდოს. 

The Athletic-ის ცნობით, ინგლისურ ტოპ-კლუბის ხელმძღვანელობამ უკვე გადაწყვიტა სამ ფეხბურთელთან განშორება.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში "არისტოკრატები" მზად არიან განიხილონ შემოთავაზებები მცველების ბენ ჩილველისა და სეზარ ასპილიკუეტას და ასევე, თავდამსხმელ რაჰიმ სტერლინგის თაობაზე.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ორ სატრანსფერო ფანჯარაში ლონდონელებმა ახალი ფეხბურთელების შეძენაზე 600 მილიონზე მეტი დახარჯეს.

ჩელსი ინგლისის პრემიერ ლიგაში მიმდინარე სეზონში 26 ტურის შემდეგ 37 ქულა დააგროვეს და სატურნირო ცხრილში მხოლოდ მეათე ადგილზე არიან.