ბელინგემის ტრანსფერი მადრიდის რეალს შესაძლოა 140 მილიონი ევრო დაუჯდეს
დორტმუნდის "ბორუსიას" ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემი შესაძლოა მადრიდის "რეალს" ამ ზაფხულს 140 მილიონი ევრო დაუჯდეს.
Diario AS-ის ინფორმაციით, "სამეფო კლუბი" მზად იქნება 19 წლის ინგლისელისთვის მყისიერად 100 მილიონი ევრო გადაიხადოს, დანარჩენი კი პრემიების სახით გასცეს.
შეგახსენებთ, რომ ჭორების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, თავად ბელინგემს მადრიდის "რეალში" გადასვლა სურს.
შეგახსენებთ, რომ ჭორების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, თავად ბელინგემს მადრიდის "რეალში" გადასვლა სურს.