ავტორიზაცია

პსჟ ბარსელონას ფეხბურთელით არის დაინტერესებული

პსჟ ბარსელონას ფეხბურთელით არის დაინტერესებული
თარიღი 13 მარ 2023, 15:28
"ბარსელონას" გარემარბმა უსმან დემბელემ შესაძლოა კარიერა "პარი სენ-ჟერმენში" გააგრძელოს, იუწყება Diario Sport.

პარიზელთა ინტერესი განპირობებულია იმით, რომ 25 წლის ფრანგის ხელშეკრულება კატალონიელებთან შეიცავს ტრანსფერის გამოსყიდვის პუნქტს 50 მილიონი ევროდ.

დემბელემ მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში 18 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. 

მისი კონტრაქტი ბარსელონასთან 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში.