აზარმა ბელგიის ნაკრებში დაბრუნება გამორიცხა
მადრიდის "რეალის" შემტევმა ედენ აზარმა განაცხადა, შესაძლებელია თუ არა ბელგიის ნაკრებში დაბრუნდეს.
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე წარუმატებლობის შემდეგ, ფეხბურთელმა ეროვნული ნაკრებიდან წასვლის შესახებ განაცხადა.
"100 პროცენტით შემიძლია ვთქვა, რომ ნაკრებში არ დავბრუნდები. ახლა გუნდს ახალი ძლიერი თაობა ჰყავს, ამიტომ ამაზე ფიქრს აზრი არ აქვს. არ მინდა აზრის შეცვლა. ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ ეროვნულ გუნდს და ახალ მთავარ მწვრთნელს. “, - თქვა აზარმა.

32 წლის ფეხბურთელი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში 2008 წლიდან 2022 წლამდე თამაშობდა.