"ფეხბურთის ღმერთი ფეხბურთის ღმერთია, მაგრამ კვარა სწორ გზაზეა"- ლუჩიანო სპალეტი
"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ Radio Kiss Kiss Napoli-სთან ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
"იქიდან გამომდინარე, რაც კვარაცხელიამ გოლის მომენტში გვაჩვენა, ამჯერად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მარადონას სტილის გოლი იყო.
"იქიდან გამომდინარე, რაც კვარაცხელიამ გოლის მომენტში გვაჩვენა, ამჯერად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მარადონას სტილის გოლი იყო.
ფეხბურთის ღმერთი ფეხბურთის ღმერთია, მაგრამ კვარა სწორ გზაზეა. მას აქვს ვიწრო სივრცეებში ბურთის შეხების განსაკუთრებული უნარი.
არავინ არასდროს იცის, საით გააგრძელებს მოძრაობას, დაარტყამს თუ პასს გააკეთებს. ",- თქვა სპალეტიმ.
ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში 28 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა.
ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში 28 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა.