ავტორიზაცია

ფაბიო კანავარო: "თუ კვარას ბურთის მიღების უფლებას მისცემ, გაგარღვევს"

ფაბიო კანავარო: "თუ კვარას ბურთის მიღების უფლებას მისცემ, გაგარღვევს"
თარიღი 13 Mar 2023, 17:37
ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ფაბიო კანავარომ Il Mattino-ს ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

"ხვიჩა ფენომენია. თუ მას ბურთის მიღების უფლებას მისცემ, გაგარღვევს! თანაც, კარგად იცის, რომ ძლიერია, თავდაჯერება არ აკლია.

როგორ უნდა შეაჩერო? დღევანდელ ფეხბურთში მას აქვს უპირატესობა, რადგან მცველებს ბევრი რამის გაკეთება არ შეუძლიათ. ვერ მოკიდებ ხელს შორტში ან მაისურში, ვერ შეეხები, თუ მაისურზე შეეხები, გაგაფრთხილებენ, თუ ჩაარტყამ, გაგაძევებენ. ",- თქვა კანავარომ.