ავტორიზაცია

პსჟ-ს ფეხბურთელი ბაიერნთან მატჩის წინა ვარჯიშზე ნასვამ მდგომარეობაში მივიდა?

პსჟ-ს ფეხბურთელი ბაიერნთან მატჩის წინა ვარჯიშზე ნასვამ მდგომარეობაში მივიდა?
თარიღი 13 Mar 2023, 17:22
ჟურნალისტმა რომენ მოლინამ სკანდალური ინფორმაციის შესახებ ისაუბრა.

მოლინას თქმით, ორშაბათს, "ბაიერნთან" მატჩამდე ორი დღით ადრე, "პსჟ"-ს ერთ-ერთი ფეხბურთელი ვარჯიშზე ნასვამ მდგომარეობაში მივიდა.

"ფეხბურთელი, რომელიც ალიანს არენაზე სასტარტო შემადგენლობაში იყო, ორშაბათს დილით მთვრალი იყო. მან კლუბი მხოლოდ დილის 6 საათზე დატოვა, მატჩამდე ორი დღით ადრე“, - ამბობს მოლინა, რომლის სიტყვებს პორტალი Goal.com-ი ავრცელებს. თუმცა, მან ფეხბურთელის ვინაობა არ დაასახელა.

"პსჟ"-ს სასტარტო შემადგენლობა მიუნხენში ადეთი იყო: დონარუმა, მარკინიოსი, რამოსი, დანილო, ჰაკიმი, მენდესი, ვერატი, რუისი, ფერეირა, მბაპე, მესი.