ავტორიზაცია

გვარდიოლა კანსელოს შემცვლელად ჩელსის მცველს განიხილავს, რომლითაც ადრეც ინტერესდებოდა

გვარდიოლა კანსელოს შემცვლელად ჩელსის მცველს განიხილავს, რომლითაც ადრეც ინტერესდებოდა
თარიღი 13 მარ 2023, 21:50
„მანჩესტერ სიტი“ „ჩელსის“ მარცხენა მცველით, ბენ ჩილველით ინტერესდება.

The Athletic-ის ინფორმაციით, პეპ გვარდიოლა ჟოაო კანსელოს პოტენციურ შემცვლელად სწორედ ინგლისელ მარცხენა მცველს განიხილავს, რომლითაც ჯერ კიდევ „ჩელსიში“ გადასვლამდე ინტერესდებოდა, 2020 წელს.

მანჩესტერული კლუბი ჩილველის „ჩელსიში“ არასტაბილური სიტუაციის გამოყენებას და ფეხბურთელის ზაფხულში გადაბირებას შეეცდება.

მიმდინარე სეზონში ინგლისელმა პრემიერ ლიგის 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი და 2 ასისტი მიითვალა. მის პოზიციაზე გასულ ზაფხულს კლუბმა 60+ მილიონ ევროდ ესპანელი მარკ კუკურელია მიიყვანა.

რაც შეეხება კანსელოს, ის იანვარში იჯარით „ბაიერნში“ გადავიდა, რომელსაც მისი გამოსყიდვა 70 მლნ ევროდ შეეძლება, თუმცა ეს რომც არ გააკეთოს, პორტუგალიელი შესაძლოა სხვაგან მაინც გადავიდეს, რადგან პეპ გვარდიოლასთან უთანხმოება აქვს.