ავტორიზაცია

გვარდიოლა: "ჩვენთვის საუკეთესო კომპლიმენტი ის არის, რომ არსენალის 50-ქულიანი პირველი წრის შემდეგ, ისევ ბრძოლაში ვართ"

გვარდიოლა: "ჩვენთვის საუკეთესო კომპლიმენტი ის არის, რომ არსენალის 50-ქულიანი პირველი წრის შემდეგ, ისევ ბრძოლაში ვართ"
თარიღი 13 მარ 2023, 22:43
პეპ გვარდიოლას მიაჩნია, რომ პრემიერ ლიგის საჩემპიონო ბრძოლაში ფავორიტი „არსენალია“.

„არსენალი კვლავ ფავორიტია, ისინი ისევ წინ არიან. მათ დიდებული პირველი წრე ჩაატარეს, შემდეგ მცირე ჩავარდნა ჰქონდათ და ახლა ისევ ბრუნდებიან.

„არსენალს“ მრავალი წელია პრემიერ ლიგა არ მოუგიათ და ეს მათ დამატებით ძალას აძლევს, რომ მატჩები 93-ე და 98-ე წუთებზე მოიგონ.

ეს არის ის, რაც მათ ჩვენგან განასხვავებს, რამეთუ „სიტიმ“ ბოლო ორი პრემიერ ლიგა მოიგო. ზედიზედ ორი ტიტულის შემდეგ, „არსენალმა“ 50-ქულიანი პირველი წრე ჩაატარა, ჩვენ კი კვლავ ბრძოლაში ვართ.

როგორც წესი, ინგლისში, როცა გუნდს ბევრი ტიტული აქვს მოგებული და სეზონს ცუდად იწყებს, ჩამოწერენ ხოლმე. ის არასტაბილურია. თუმცა, „სიტი“ ჯერ კიდევ ბრძოლაშია, რაც საკეთესო ტიტული და კომპლიმენტია, რომელიც შეიძლება მივიღოთ.“, - აღნიშნა პეპმა.

ტურნირის დასრულებამდე 11 ტურით ადრე, „არსენალი“ „სიტის“ 5 ქულით უსწრებს.