ავტორიზაცია

"გეტყვით, რატომ წავედი არსენალიდან", - ტიერი ანრიმ მბაპეს პსჟ-დან წასვლა ორიგინალური მაგალითით ურჩია

"გეტყვით, რატომ წავედი არსენალიდან", - ტიერი ანრიმ მბაპეს პსჟ-დან წასვლა ორიგინალური მაგალითით ურჩია
თარიღი 09 მარ 2023, 23:38
„პსჟ-ს“ „ბაიერნთან“ წაგების შემდეგ, ტიერი ანრიმ თანამემამულე კილიან მბაპეს რჩევა მისცა.

„განა არ ღირს უკან დაბრუნება და ისეთი ფეხბურთელების დამატება, რომლებიც პარიზზე გიჟდებიან? თქვენც ნახეთ კინგსლი კომანი - მან გაიტანა და გოლი არ აღნიშნა. მარკუს ტურამი, რანდალ კოლო მუანი, ისინი „პსჟ-ში“ სიამოვნებით ითამაშებენ, თუ პროექტი სწორი იქნება. გულშემატკივრები დაინახავან და იტყტვიან, რომ ეს საინტერესოა.

შესაძლოა, ეს იყოს გზა კილიანის შესანარჩუნებლად, თუცმა მე არამგონია, რომ ამან უშველოს. ვფიქრობ, ახლა „პსჟ-სთვის“ კილიანის შენარჩუნება გაუჭირდება, მიუხედავად იმისა, რომ გასულ ზაფხულს ის დარჩა.

გეტყვით, რატომ წავედი „არსენალიდან“, მე წინააღმდეგობა და ბრძოლა სამყაროში ყველაზე მეტად მიყვარს. „არსენალი“ მიყვარდა, მაგრამ წინაღობები - უფრო მეტად. გახსოვთ იმდროინდელი „ბარსელონა“? მათ ჰყავდათ რონალდინიო, ეტო’ო. მეუბნებოდნენ, რომ სასტარტოში ვერ მოვხვდებოდი, ამიტომ მე ვთქვი - ვნახოთ.

ასე რომ კილიან, თუ შენც გიყვარს წინაღობები და ბრძოლა, უნდა წახვიდე და იბრძოლო.“, - აღნიშნა ტიერიმ.